ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”
„ – განა ქრისტემ პოლიტიკა იცოდა?! იმას რომ პოლიტიკა სცოდნოდა, განა ხალხს მიუდგებოდა და წამებული და ჯვარცმული იქნებოდა?” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როგორც მთასა და ბარს ვერა გაასწორებს რა, ისე ადამიანთა შორის ყოველთვის იქნება დიდი და პატარა, ღარიბი და მდიდარი”.
* * *
„ვისაც ხალხის გრგვინვა თავის თვალით არ უნახავს, ვერ წარმოიდგენს მის საშინელებას, რაც უნდა ხელოვნურად აღუწერონ”.
* * *
„ადამიანს სულიერ მეფედ ღმერთიც ეყოფა, რომელიც ყველაფერს ხედავს, ყველაფერს სჯის და არ საჭიროებს თავის სამაგიეროდ სხვა დააყენოს ვინმე სულიერ მეფედ”.
* * *
„ – განა ცხადი არ არის, რომ ადამიანის უფლებათა აღიარება მტკნარი თვალთმაქცობაა?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველა პატიოსანი კაცი თავისუფლების მოსაპოვებლად იღწვის”.
* * *
„ – სულ უკანასკნელი მოხელე რა არის, ისიც კი ისე მედიდურად იქცევა ჩვენში, თითქო ზრდილობა და თავის შერცხვენა ერთი იყოსო. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რას იზამ, ჭეშმარიტებაა. ასეთები ყველგან ადვილი საცნობია ინდოურივით გაფხორილი არარაობით, რომელიც სასაცილო იქნებოდა, სამწუხარო რომ არ იყოს”.
* * *
„ჩვენი სარწმუნოება იმას გვიბრძანებს, საუკუნო განსვენებას, საიქიოს ვიმზადებდეთ”…
* * *
„ყველანი ადამის შთამომავალნი ვართ და, მაშასადამე, თანასწორად დიდებულნი”.
* * *
„მეორედ მოსვლაა რაღა!..” – (ავტორი გენია.ჯი)