ამონარიდები ლევან გოთუას ისტორიული რომანიდან – „გმირთა ვარამი”
„ზოგ „მოკლე გამარჯვებას” ხანგრძლივი უმარცხობა გვერჩიოს!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გულით ღარიბი ყველა ღარიბ-ხეიბარზე უბედურია!”
* * *
„ – გახსოვდეს, ცხოვრება მარტო ბრძოლა როდია… სიყვარული უფრო მრავალწილადი და მაღალწილადია!”
* * *
„ხშირად არის ხოლმე – სიცოცხლეში უჩინარი ულოდნელად დიდ სიცარიელეს დატოვებს სიკვდილის შემდგომ”.
* * *
„ – სიბრძნეს მამაცობა სჭირდება! მხდალი სიბრძნე რის მაქნისია?!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ისიც ღალატია, როდესაც შენს ნიჭს სამშობლოს მოაკლებ და სულ სხვის საქმეს უმადლოდ და უგზო-უკვლოდ გადაალევ თავს!”
* * *
„ – ნუთუ ერთად ვერ თავსდება სიბრძნე და რაინდობა, ზნეობა და მოვალეობა? ნუთუ კეთილშობილება და სათნოება ზოსიმე ბერდიდისა და მისთანანის მოგონილია? ნუთი ძალა და მხოლოდ ძალა – უხეში და სისხლიანი – არის ის გზა, რომელიც ხანდახან, შემთხვევით, კუდმოკვეცილ სიკეთესა ქმნის, შეკოჭლებულ სიმართლეს ამარჯვებინებს?!”
* * *
„ასეა ხოლმე, ხშირად არის, ჩვენი ღობის ძირში ამოსულ უმანკო იას ვერ შევამჩნევთ, ხოლო სხვის ბაღში ათასჯერ ნაყნოს ჭრელ-ჭრელა ყვავილებს კი ვეპოტინებით და დიდ ფასსა ვდებთ!”
* * *
„ – დაბადებისა და ცხოვრების ყადრი დედაკაცებმა უფრო ვიცით, ბრძოლისა და სიკვდილის – მამაკაცებმა!”
* * *
„ტყუილი არც ჭირში ვარგა და არც ლხინში”. – (ავტორი გენია.ჯი)