ამონარიდები ლევან გოთუას ისტორიული რომანიდან – „გმირთა ვარამი”
„ვისაც მთელი ეკუთვნის, არ მენახევრობს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ძნელია სამშობლოს გარეშე ცხოვრება, ბრძოლა და, მით უფრო, სიკვდილი”.
* * *
„უმწიფარ ფიქრს ტყემლის ფასი თუ გააჩნია მხოლოდ!”
* * *
„კეთილურთიერთობა დიდი წყალობაა ამ შფოთით აღსავსე ქვეყანაზე!”
* * *
„სიმართლე ბინდსაც ანათებს, ხოლო ტყუილი მზესაც აქრობს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველაზე გვიანსამწიფარი და მაღალი – ზნეობრივი სიბრძნე ყოფილა!”
* * *
„ – უმჯობესია ცუდი მეფე იყოს, მაგრამ კანონიერი, ვიდრე კარგი – უკანონო! ეს უკანონობა მას უეჭველად გააფუჭებს და ქვეყანასაც არევს!”
* * *
„ცოცხალ მეტოქეს მკვდარი ძმა გერჩიოს!”
* * *
„ძმათაშორისი ომი მარტო წითელი ფერის ცხოველმყოფელი სითხის დაღვრას როდი ნიშნავს, არამედ ეროვნული ზნეობის კიდევ ახალ მარცხსა და დაკნინებას”.
* * *
„ხანდახან გულჩათხრობილი დუმილიც ისევე გადამდებია, როგორც გულხალასი აღფრთოვანება”. – (ავტორი გენია.ჯი)