ამონარიდები ლევან გოთუას ისტორიული რომანიდან – „გმირთა ვარამი”
„დიდკაცობაში მოკლე მეხსიერება აქვთ ხოლმე უმეტესსა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ასეთია ცხოვრება, მაშა… ბეხრეკი ურემივით მიგორავს ოღრო-ჩოღრო რიყეზე, ხან აღმა და ხან დაღმა. ბოლოს კი სულ ერთად იყრიან თავსა, მოდგებიან გზანი სავალნი და მისი ავ-კარგობის ამყოლ-დამყოლნი, დიდ-პატარა, ქალი თუ კაცი, ერი თუ ბერი, მეფე თუ გლეხი… აი, კვალი და ხნული კი რჩება… სიკეთეს თესავ და თავადაც კმაყოფილი ხარ, ბოროტს გესლავ და სამარის კარსიქითაც ჩაგდევს შენი ნაგესლი… სადმე მოგეკითხება… სიტკბო და სიმწარე, როგორც დღე და ღამე, ბარიბარშია, აი, სიკეთე და ბოროტება კი კაცობაზეა! ავი სჯობნის იქნება, მაინც სიკეთე უკვდავია!”
* * *
„როცა კაცი ცოცხალია, მუდამ არის თითო გამოსავალი!”
* * *
„უმრავლესობის თვალში დამარცხებული მუდამ მტყუანია!”
* * *
„ნუთუ ყველაფერი ისევ სისხლითა და ტანჯვით უნდა მეორდებოდეს? ნუთუ მწარე გამოცდილება და კეთილმეხსიერება არ გადადის თაობიდან თაობაზე და ერთხელ აშლილი ზნეობის ამომთელებას უფრო დიდი დრო და რუდუნი სჭირია, ვიდრე ერის დოვლათის აღდგენას, ხალხის მომრავლებას, ახალი ქალაქების აშენებას? თუ, კერძოდ, ქართველებსა გვჭირს ასეთი ვაი-უშველებელი? მაშინ დავღუპულვართ… არც მომავალში გვქონია საშველი?!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უმრწამსო კაცს სჩვევია ხოლმე, თან წყინს და კიდეც უხარია”.
* * *
„ – ნუთუ ძმათა გატანაც აღარ არის საქართველოში? ნუთუ ფიციც აღარაფერს ნიშნავს?”
* * *
„ – ჯვრისწერისას სიძე-პატარძალია აუცილებელი, დანარჩენი კი მხოლოდ სასურველნი!”
* * *
„მტერს – მტრობით, მოყვარეს – მოყვრობით”.
* * *
„ – სხვა თაობა მოვიდა, ჩვენივე აღზრდილი… ზოგი კარგად და ზოგი ცუდად… ახლა მათაც ვაცალოთ. თავისი დრო და ადგილი აქვთ, თავისი მიზნები და და მისწრაფებანი, თავისი აუცილებელი და აუცდენელი შეცდომანი, თავსატეხი გზით მისაღწევი სიბრძნე. ალბათ თავისი ახალთაობური ზნეობაც გააჩნიათ, ან არ გააჩნიათ! ესეც ნიშანდობლივი და ანგარიშგასაწევია!” – (ავტორი გენია.ჯი)