ფსევდო-ლონგინეს ფილოსოფიიდან…
„თუნდაც ერთხელ მოსყიდული და მოქრთამული მსაჯული ვერასოდეს ვეღარ შეძლებს საქმის მიუკერძოებელ გარჩევას, ვეღარ შეძლებს თამამად და თავისუფლად დაიჭიროს სამართლიანობისა და პატიოსნების მხარე, ვინაიდან ყოველი მექრთამე სამართლიანად და პატიოსნად მიიჩნევს მხოლოდ იმას, ვისგანაც რაიმე სარგებელს გამოელის. ამ ჩვენს დაწყევლილ დროში ყველას ქართამზე უჭირავს თვალი, ყველა მზაკვრობისა და ცბიერების ქსელს ხლართავს, ყველა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ უმუხთლოს მისსავე მოყვასს, ანდა როგორ დაეუფლოს სხვის ანდერძს თუ ავლადიდებას. ჩვენ ყველანი ერთგული მონებივით ვემსახურებით ჩვენს ანგარებას და მზად ვართ მისი გულისთვის დავაგირავოთ და არა მარტო დავაგირავოთ, გავყიდოთ კიდეც ჩვენი სულები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მხოლოდ თავისუფლება ზრდის, ამაღლებს და სიდიადეს ანიჭებს კაცთა სულებს”.
* * *
„კაცთა ქმნილებანი, უპირველეს ყოვლისა, თავიანთი ნაკლოვანბებებით იპყრობენ ხოლმე ჩვენს ყურადღებას. მეხსიერებაში წარუშლელად აღიბეჭდებიან მხოლოდ შეცდომები, მაშინ როდესაც ღირსებანი სწრაფად ეძლევიან დავიწყებას”.
* * *
„არაფერია უფრო სარწმუნო, ვიდრე ჩვეულებრივი და ყოველდღიური”.
* * *
„კაცნი ყველაზე სწრაფად და პირდაპირ პასუხობენ ხოლმე იმ კითხვებს, რომლებიც პასუხების მოფიქრების საშუალებას არ იძლევიან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მონადშობილიც კაცია”.
* * *
„სასახელოა წაფორხილებაც, თუკი მიელტვი შენ ამაღლებულს”.
* * *
„ბრძოლის ველზე დაცემულ გმირებს ისევე უნდა იფიცებდეს ხალხი, როგორც ნეტარ ღმერთებს”.
* * *
„შთამბეჭდავია არა ყოველგვარი ფიცი; უნდა ვიცოდეთ, სად, როგორ, რა ვითარებაში ან რისთვის ვფიცულობთ”.
* * *
„ – რას ამბობ, კაცო? შენ, სახელმწიფოს მეთაურმა, დამარცხებამდე მიიყვანე შენი ხალხი და ახლა გამარჯვებებს იფიცავ?!” – (ავტორი გენია.ჯი)