მიგელ დე სერვანტეს საავედრა წერდა…
„ავყიობა არა მჩვევია და ვერც იმას ვიტან, როცა სხვის ავს ამბობენ ხოლმე. სხვის ცხოვრებაში არ ვიქექები და არც სხვის სულში ვაფათურებ ხელს. ყოველდღე დავდივარ წირვაზე. არასოდეს დამელევა გასაკითხი გლახაკთა და უპოვართათვის, მაგრამ საქვეყნოდ არ გავყვირი ჩემი ქველმოქმედების ამბავს, რათა ჩემშიაც არ დაისადგუროს ცუდმედიდობამ და თავმოთნეობამ. ყველგან მშვიდობის ჩამოგდებას ვცდილობ, ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს ვეთაყვანები და უფლის ჩვენის უსაზღვრო გულმოწყალებას ვესავ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ამაოდ ირჯება ყველა, ვინც ცდილობს გადამარწმუნოს და მაიძულოს, არ მსურდეს ის, რაც ნებავს ზეცას, რასაც მიბრძანებს ბედი, რასაც მოითხოვს გონება და, რაც მთავარია, რასაც მიელტვის თვით ჩემი საკუთარი ნება”.
* * *
„სიყვარული იგივეა, რაც ომი! ისევე, როგორც ბრძოლის ველზე სავსებით დასაშვებია და გამართლებული, ათასნაირ ხრიკს მიმართო და მახე დაუგო მტერს, მიჯნურთა ომშიც ნებადართულია ათასგვარი მზაკვრობა და თვალთმაქცობა იმ მიზნით, რომ სასურველ მიზანს მიაღწიო, თუკი ყოველივე ეს არ ბღალავს სატრფოს ღირსებას”.
* * *
„მდიდარს არასოდეს დაელევა მლიქვნელნი და მაამებელნი”.
* * *
„შეყვარებულთა ქორწინება საღვთო საქმეა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უკეთურის გამოსწორება ადვილი საქმე არ გეგონოს, რადგანაც ძალიან ძნელია ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადასვლა. დიახ, მე ვამტკიცებ, რომ ეს ძალიან ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი”.
* * *
„ზოგი კაცი ათას ეშმაკზედაც უარესია”.
* * *
„ყოველგვარი შედარება საჩორითოა, სრულიად ზედმეტია ვისიმე შედარება ვინმესთან”.
* * *
„ყოველი ჩვენგანის ვალია, პატივს ვცემდეთ მოხუცებულებს”.
* * *
„ყოველი დიადი საქმე დიდებული კაცის ხელით უნდა აღსრულდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)