ამონარიდები ლევან გოთუას რომანიდან – „გმირთა ვარამი”

„ – ასეთი რა გვჭირს ქართველებს, რომ ვერა და ვერ გავერთიანდით?

- მრავალი მტერი გვიშლის, მაგრამ ჩვენც ზედმეტად ამპარტავნული განკერძოება და ჩემიანობა გვჭირს… ყველას ბატონობა და პირველობა გვწადს, მხოლოდ თავისთვის გვსურს თამადობა, დიდი სახელი… თავისთავადობა გვინდა. ასე კი არ გამოდის საქმე, არა! ურთიერთ საძალაოდ ძალა არ გვყოფნის, დასათმობად კი – სიბრძნე! ასე ვართ!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სპეტაკ მიზანს სპეტაკი გზა და სუფთა ხელები უნდა და არა…”

* * *

„ – იცოდე, რომ კეთილი საქმე ცუდი გზით არ გაკეთდება, ისევე როგორც კრაზანის თაფლიდან არ იქნების წმინდა სანთელი! არა!”

* * *

„პატიოსნად დაღუპვა გვერჩიოს უპატიოსნო გადარჩენას!”

* * *

„ქუდი უნდა დაიხურო, თავზე კაცმა და არა თავი შეჰყო ქუდში, თორემ ვაითუ ქუდის მაგივრად – ყულფი გამოდგეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გასადენი უნდა გადინდეს!”

* * *

„ – ასეა, საიდუმლოს შენახვას ყველაზე უფრო შიში შველის!”

* * *

„ორი ბოროტებიდან ერთი სიკეთე მაინც არ გამოვა, არა!”

* * *

„საქმე თავისას გამოაჩენს!”

* * *

„ – ნუთუ ყველას ასე მოსდის, თუ ჩვენი – კერძო ქართული სენია? და ყოველ ქართველში ზის მცირე გმირიც, მაგრამ მცირე მოღალატეც, მცირე მარტვილიც? უცხო ცეცხლის დამშრეტიც, მაგრამ ვერც თავისის გამჩაღებელი?!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>