ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”

„ერი, რომელიც სიმართლეზედ დამყარებულ თავის უფლებას იცავს, თავის დღეში არ დამარცხდება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სამშობლომ გარჩევა არ იცის, იმისთვის ყველა შვილი შვილია”.

* * *

„სიღარიბე ხომ საშინელებაა და გაუნათლებლობა კიდევ უარესი”.

* * *

„ – სამშობლოსაგან მზის შუქის მეტი არა მიმიღია რა და ჩემთვის ესეც კმარა, რომ თავდავიწყებით მიყვარდეს იგი”.

* * *

„თუ ერთხელაც არის სიცრუე შეამჩნია ვისმე ხალხმა, ნდობის ალაგას უნდობლობა ჩნდება და თან სიძულვილიც”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„პატიოსანი კაცი ყველა წოდებაში მოიძებნება”.

* * *

„სადაც თავისუფლება არ არის, იქ კანონი ცარიელი სიტყვაა, სადაც თავისუფლება არ არის, იქ მართალი ყოველთვის ის არის, ვინც უფრო მძლავრია: პირზედ ხელს მიაფარებს და ისე გაძარცვავს და ყელს გამოღადრის თავისზედ სუსტს, სადაც კი მოასწრებს”.

* * *

„სამშობლო რომ განსაცდელში იმყოფებოდეს, განაღა ჩვენ ჩვენი უთანხმოება და უსიამოვნება უნდა გვახსოვდეს!”

* * *

„ყველას თავის საქციელებისამებრ მიერწყვის”…

* * *

„ქვეყანას რეგვენები ღუპავენ, რომელნიც თავიანთ ცხვირს იქით ვერას ხედავენ. მეტადრე ის რეგვენები, რომელთაც თავის თავი სოლომონ ბრძენის სწორად მიაჩნიათ!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>