ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„რამდენი რამ უნდა გადაიტანო და მაინც რა სწრაფად გარბიან წლები! რა გამალებით მიაქროლებენ მარადიულ უსასრულობაში სიხარულსა და მწუხარებას, სიამეს და სევდას!.. ზოგი ისე გაუჩინარებულა საუკუნეთა წყვდიადში, რომ მცირე კვალიც არ დარჩენია, მუნჯ ციფრადღა ქცეულა, თითქმის აღარაფერს ეუბნება ჩვენს გულსა და გონებას; ზოგიც დიდებული მწვერვალივით აღმართულა ისტორიის თვალუწვდენელ მთაგრეხილზე და მკაფიოდ მოჩანს ადამიანთა მოდგმის ყველა თაობისათვის”. – ალექსანდრე კალანდაძე (რასობრივ სამსჯავროში) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიკვდილი უსიცოცხლობაა. სადაც უსიცოცხლობაა, იქ სიკვდილი და ხრწნა სუფევს”. – უილიამ ბეროუზი (ჯანქი)
* * *
„ყოველთვის მოხლოდ უკანასკნელი რისკი ამართლებს ხოლმე”. – სერგეი სარტაკოვი (ყინულის განძი)
* * *
„ჩანს, მართლაც არსებობს გრძნობები, რომლებიც არავითარ წესებს არ ემორჩილება!” – ალექსანდრე კალანდაძე (რასობრივ სამსჯავროში)
* * *
„ქალი, რომელიც ქმარს გაბრაზებული გასცილდება, მუდამ მზად არის, ნებისმიერი საშუალებებით იძიოს მასზე შური”. – სერგეი სარტაკოვი (ყინულის განძი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მჩხირავისთვის ბარიგა იგივეა, რაც შეყვარებულისთვის სატრფო”. – უილიამ ბეროუზი (ჯანქი)
* * *
„ბუნებრივი სიამაყე ისევე ფარავს ტანჯვას, მრისხანე მწვერვალი დახერგილ ნაპრალებს”. – ალექსანდრე კალანდაძე (რასობრივ სამსჯავროში)
* * *
„ – ვერ ვხვდები, როგორ არ ეზიზღებათ საკუთარი თავი ჩამშვებებს!” – უილიამ ბეროუზი (ჯანქი)
* * *
„ – დამიჯერებთ?!. ქვეყნად ბევრი, ძალიან ბევრი კარგი ადამიანია, ზოგჯერ კი სუყველა კარგია!” ალექსანდრე კალანდაძე (რასობრივ სამსჯავროში)
* * *
„გალია, თუნდაც ოქროსი და ტრფობისა, მაინც გალია არის!” – ლევან გოთუა (გმირთა ვარამი) – (ავტორი გენია.ჯი)