ამონარიდები ოთარ ჭილაძის რომანიდან – „აველუმი”
„ცხოვრება ისეთი მამაძაღლია, მკვდრის გაცურებასაც გასწავლის”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზედმეტი უნდობლობისა არ იყოს, ზედმეტი ნდობაც აბნევს და, აქედან გამომდინარე, აცდუნებს ადამიანს. საერთოდ, ადამიანი ზედმეტს ვერაფერს იტანს, ვერც ჭირს, ვერც ლხინს”.
* * *
„როცა ქვეყანა იღუპება, უბრალოდ არ შეიძლება, იყო სოფელში და სოფლისთვის არ ზრუნავდე”.
* * *
„არავინ იცის, რა მოხდება ხვალ. ხვალ კი არა, დღეს რა მოხდება, ის არ ვიცით”.
* * *
„ღმერთმა იცის, ჭამა უფრო მაწყენარია ჩვენს დროში, თუ უჭმელობა. ზრდილობა კი ნამდვილად არავის აწყენს, არც მაძღარს და არც მშიერს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანი, მართლაც მცირე, მინიატურული „ოქროს ხანების” გამოკლებით, სულ უფსკრულის პირას დგას და სულ ბეწვის ხიდზე გადის”.
* * *
„რაც თვალს აკლდება, სულს თუ არ ემატება, მაშინ სიცოცხლე მართლა კიტრადაც აღარ ღირს”…
* * *
„ადამიანი ათასი სისუსტეებისგან შედგება და როგორც არ უნდა მოინდომოს, ყველას ერთბაშად ვერ მოერევა”.
* * *
„დრო სილასავით წაეყრება ნაფეხურებს და უკან მოხედვამ, დიდი-დიდი, ისიც ერთი წამით, შეიძლება სასიამოვნოდ დაგვაღონოს ან უსიამოდ გაგვახაროს”.
* * *
„ცოდვა ის კი არ არის, რასაც იძულებით ვაკეთებთ, არამედ მაინც რომ ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც აუცილებელი არ იყო”. – (ავტორი გენია.ჯი)