ამონარიდები თამაზ ჭილაძის რომანიდან – „აჰა, წავიდა ზამთარი”
„ – რამდენი თამაშობს. ბევრ კარგ მსახიობსაც შეშურდება, თუმცა მსახიობი იმათთან როგორ მოვა? როგორ ოსტატურად ისვამენ გრიმს, იკეთებენ ნიღაბს. როგორ ოსტატურად გამოხატავენ სიბრალულს ან თანაგრძნობას. ტირიან კიდეც. ან როგორ იცინიან, თითქოს გულით იცინოდნენ, გული კი ცარიელი აქვთ, უგრძნობელი, როგორც საფოსტო ყუთი. ნუთუ რომ იცხოვრო, უსათუოდ ნიღაბი უნდა გეკეთოს? ნიღბებსაც როგორ არჩევენ? ზოგს მხიარული ნიღაბი აქვს გაკეთებული, ზოგს – ბრძენის, ზოგს – საქმიანი კაცისა, ზოგს კი – ხუმარასი, რადგან იცის, ხუმარას ბევრ რამეს აპატიებენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – კაცი შეიძლება ცნობილი არ გახდეს, ამისთვის არავინ დაძრახავს, მაგრამ უნდა ეცადოს, რომ ნამდვილი ადამიანი იყოს!”
* * *
„საეჭვო შესაძლებლობების მოხერხებულად გამოყენების უნარი საერთოდ პატივისცემას არ იმსახურებს, მაგრამ ამას ბევრჯერ უფრო დიდი სახელი მოუტანია ადამიანისათვის, ვიდრე ჭეშმარიტ ღირსებებს”…
* * *
„სიკვდილსაც თავისი არითემატიკა აქვს”.
* * *
„ბევრი რამ არის ისეთი, რასაც ვერაფრით შეცვლი, რისი დაკარგვაც ვერაფრით ანაზღაურდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არის სიხარული, რომელიც მარტო შენ გეკუთვნის. შეიძლება ის სხვას არც კი გაუხარდეს, ვერც გაიგოს. შენთვის კი ყველაფერია”.
* * *
„თურმე კაცის გონება არაფერს ივიწყებს”.
* * *
„როცა ვინმეზე ვლაპარაკობთ, უნებურად მის მიმიკას ვბაძავთ ხოლმე”.
* * *
„კაცი თურმე ქვეყანას ათასი თვალით უყურებს, თუ ის ათასი თვალი მოაკელი და მარტო მისი თვალების ანაბარა დატოვე, დაბრმავდება!”
* * *
„განა შეიძლება ერთხელ გიყვარდეს და დაგავიწყდეს?” – (ავტორი გენია.ჯი)