ამონარიდები დემნა შენგელაიას თხზულებებიდან…

„სიკვდილთან ფუჭი თამაში რა ვაჟკაცობაა”… – (ყაზავათი) - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვაჟკაცი ენას კი არა, ხმალს უნდა იქნევდეს!..” – (ყაზავათი)

* * *

„სულწასული ნუ ხარ! ყველაფერს მოესწრები!” – (მეოთხე ძმა)

* * *

„ – სიბერე არ მიხსენოთ… გადავწყვიტე, ბაღნობა თავიდან დავიწყო!..” – (ტაია)

* * *

„ – ბალღი ხარ, ბიჭაუ! ცოდო ხარ, დამიჯერე! ერთის სისხლის ხართ, ერთი დედის შობილი!” – წამოეშველა აბდია არაბულს გივარგი გაგაიძეც.

- სისხლი! – ჩაიცინა თუ ჩაიგმინა ნაზღაიძემ, კაცი ვერ გაიგებდა, – სისხლი! წურბელაის რომ იარაზე მოიყრი და სისხლით გააძღებ, იმასაც შენი სისხლი უდგას!” – (შუღლი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ეჰ, კაცი ბედია და სიცოცხლე შემთხვევა!..” – (ყაზავათი)

* * *

„დროს დახანება არ უყვარს”. – (ბაშკადიკლარ)

* * *

„ – რას იზამ, ბაბა, უწინ სიკვდილი გვეჩქარებოდა, მიწაში მოსვენება-თქვა, ახლა ერთი კაცის სიცოცხლე არ მყოფნის, ორი მინდა”. – (ტაია)

* * *

„ბევრი ლაპარაკი დიაცის საქმეა!” – (შუღლი)

* * *

„ – ქვეყანა გადაბრუნდა, ბაბულია, ქვეყანა!.. შიგნით შეიწიე, არ გადმოვარდე!..” – (ტაია) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება