ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”
„ერისთვის უმთავრესი და უძვირფასესი განძი – სახელი არის!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზღვაში ვერ ჩავა იმდენი წყალი, რამდენი ვარამიც საწყალი კაცის გულში დაეტევა”.
* * *
„არის ამ ქვეყნად იმისთანა ხალხი, ვინც მეტს მისცემს, იმას რომ ემსახურებიან”.
* * *
„ – ამოდენა კაცი ვარ და ეხლაც ვერ გამიგია: რად ასულელებს სიმდიდრე ადამიანს?”
* * *
„ზოგს არ ახსოვს ბუნების კანონი – ვინც მოჰკლას, მოკლულ იქნება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – კაცებისთანა დაუნდობელი ხომ არა იქნება რა! საუკეთესო რომ საძაგელია, სხვანი რა იქნებიან!”
* * *
„კეთილ აზრს დრო უნდა მისცეთ, რომ ფესვი გაიდგას და გაიმაგროს”.
* * *
„უარჰყავით თქვენი უპირატესობანი, რადგან ბუნების წინააღმდეგია ადამიანის ადამიანზედვე გაბატონება”.
* * *
„ – დავრწმუნდი, რომ გაუნათლებელ მხეც ჯარისკაცს, რომელიც თავისი უფროსის ღიმილი მთელ ქვეყანას ურჩევნია და ერთი უბრალო ჯვარი სულის ცხონებას, სასახელოდაც ექნება სწორედ იმ ხალხზედ იხმაროს იარაღი, რომელმაც იგი გამოზარდა და ახლაც პურს აჭმევს”.
* * *
„ტყუილად არ არის ნათქვამი, შეჩვეული ჭირი მირჩევნია შეუჩვეველ ლხინსაო”. – (ავტორი გენია.ჯი)