ამონარიდები თამაზ ჭილაძის რომანიდან – „აჰა, წავიდა ზამთარი”
„არასოდეს პირველ შთაბეჭდილებას არ უნდა ენდო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იქნებს ასეც უნდა იყოს, იქნებ ყველამ თავის დარდს მარტო თვითონ უნდა მოუაროს, იქნებ ადამიანს უფრო მეტსა ვთხოვთ, ვიდრე მას ნამდვილად შეუძლია?”
* * *
„ვინც არ იცის, მას ჰგონია, რომ ხიდი მხოლოდ თავის ბურჯებს ეყრდნობა. ნამდვილად კი უამრავ სხვა რამესაც ეყრდნობა, თავის საკუთარ სიმძიმესაც კი”.
* * *
„ – რამდენი ასეთი ამბავი ხდება ჩვენს გარშემო და ვერ კი ვამჩნევთ. თუ კაცის ყვირილს არ გავიგონებთ, მიშველეო, ისე, ალბათ, ახლოსაც არ გავეკარებით. კაცი კი ამაყია. რა უნდა მოხდეს, რომ დაგიძახოს. კი, მაგრამ თუ არ დამიძახა, როგორ უნდა გავიგო, რომ უჭირს? სახეზე ხომ არ აწერია ბედი თუ უბედურება?”
* * *
„ადამიანები ერთმანეთს არ ჰგვანან, მაგრამ ერთი კია: ბედნიერების წყაროდან ყველა იმ წყალსა სვამს, რომელიც მას ეკუთვნის, უფრო სწორად, რომლის ღირსიც არის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ შეიძლება მარტო მოგონებებით ცხოვრება? ალბათ, შეიძლება. კაცი, როგორც უნდა, ისე გააჩერებს დროს. მაგრამ ამასაც შეჩვევა უნდა. ალბათ, ძნელია! სულ მარტო უნდა იყო, რომ ასე ცხოვრება სეძლო. სულ მარტო. ეს კი საშინელებაა”.
* * *
„რა არ მოიგონა კაცმა, თავის თავს კი ვერაფერი უშველა”.
* * *
„არის წუთი, როცა ადამიანი გრძნობს, რომ ის ბუნების ნაწილია, მისი ცოცხალი, მფეთქავი ნაწილაკი, რომ მის სულშიც ისევე ჩადის მზე, როგორც მუხის ტყის იქით, და ეს დიდი, წითლად განათებული უსაზღვრო სივრცე ისე თავისუფლად ეტევა მის არსებაში, როგორც სიხარული ან დარდი. რომ ისიც ბუნებასავით არსად არ იწყება და არსად არ მთავრდება და რომ ეს ბადაგივით ტკბილი და მათრობელა სიცოცხლე შეუზღუდავადაა და მდინარესავით ლაღად გადადის უკვდავებაში. და რომ არ არსებობდეს ეს მაცდუნებელი გრძნობა, ეს წამიერი რწმენა უკვდავებისა, ადამიანის სიცოცხლე ანძაზე მივიწყებულ დროშასავით ნაადრევად შემოეფლითებოდა იმ ცივსა და სუსხლიან ქარს, სიბერის თეთრი კლდეებიდან რომ უბერავს”.
* * *
„კარიერისტი, გიკვირთ? არ გაგიკვირდეთ!”
* * *
„ბედნიერების ფასი ამქვეყნად არავინ იცის!..” – (ავტორი გენია.ჯი)