ამონარიდები ოთარ ჭილაძის რომანიდან – „აველუმი”
„ადამიანი გულუბრყვილო ცხოველია: დარწმუნებულია, მთელი ქვეყანა ისე უნდა ფიქრობდეს, როგორც თვითონ ფიქრობს და გულწრფელად ბრაზრდება, თუკი მისი და ქვეყნის ფიქრი ერთმანეთს არ ემთხვევა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ტყულის თქმა თუ უსინდისობააა, მართლისმთქმელობა უბედურებაა”.
* * *
„მართალია, ყველა ადამიანი სიმარტოვისთვის ჩნდება საერთოდ, დედის მუცელშივე ეჩვევა სიმარტოვეს და, ამდენად სიმარტოვე მისთვის თითქოს ბუნებრივი მდგომარეობაც კია, მაგრამ ვიდრე ამას მიხვდებოდეს, სწორედ სიმარტოვისგან თავის დაღწევას ცდილობს ყველანაირად”.
* * *
„ყველა საკუთარი მიზნისკენ მიისწრაფის, ყველა საკუთარ განზრახვას მალავს და ყველა საკუთარ კიდობანში შეკეტვას აპირებს”.
* * *
„სახელმწიფოს არც ერთი მაქებარი ააშენებს და არც ერთი მაგინებელი დააქცევს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ფეხმძიმე ქალს სიფრთხილეც მეტი მართებს, დაწყნარებული იქნება ქვეყანა თუ არეული”.
* * *
„ხავსს მოჭიდება – ყველა წყალწაღებულის ხვედრია”.
* * *
„დიახაც, გვიახლოვდება სამყაროს აღსასრული. პატარის სიკვდილით იწყება დიდის სიკვდილი”.
* * *
„ – ჩემი საიდუმლო მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საკუთრებაა და როგორც მომესურვება, ისე მოვექცევი: მინდა დავმალავ, მინდა გავამჟღავნებ”.
* * *
„ – ისე, ჩვენში რომ ვთქვათ, იმედი დიდი ვერაფერი შვილია: ბევრს გპირდება, არაფერს კი გაძლევს; ბევრს გელაპარაკება, არაფერს კი გეუბნება; ბევრს გაჩვენებს, შენ კი ვერაფერს ხედავ. ამიტომ, იმედი ერთდროულად კაცის მეგობარიცაა და მტერიც. ხანდახან გაწბილებული იმედი უფრო ძნელი გადასატანია, ვიდრე უიმედობა”. – (ავტორი გენია.ჯი)