ამონარიდები სერვანტესის რომანიდან – „დონ კიხოტი”
„ – აბა, რა გამართლება მოეძებნება იმას, რომ ბრძოლაში გამოიწვიო მიცვალებულნი, წყალი, პური, ჰაერი, ჯერ კიდევ დედის საშოში მთვლემარე ყრმები და სხვანი და სხვანი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კატას კურდღლად ნუ მომასაღებთ!”
* * *
„ – წვრილმანებს ნუ გამოეკიდებით, ბატონო დონ კიხოტო, და ნურც სრულქმნილებას ეძებთ; სულერთია, მაინც ვერსად იპოვით”.
* * *
„მიკიბვ-მოკიბვა და ღობე-ყორეს მოდება სად გაგონილა? ჭეშმარიტების მტკიცებას რა ბევრი ძიება და გამოძიება სჭირდება”.
* * *
„ – თუ გუშინ ვიყავ ქვეყნის მპყრობელი, დღეს ერთი გროშიც არსად მშთენია, რომელიც ჩემად ჩაითვლებოდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – რაც შენი საქმე არ არის, იმაში ნუ ეჩრები, ბიჭო!”
* * *
„კერძო პირს არ შეუძლია მთელი საზოგადოების შეურაცხყოფა, თუკი ამ საზოგადოებას ღალატს არა სდებენ ბრალად, როცა ზუსტად არავინ იცის, ვის შეიძლება ვთვლიდეთ მოღალატედ”.
* * *
„ვინც სხვისი საკუთრების ხელყოფასა და მიტაცებას ცდილობს, სულის წარწყმენდას ვერ გადაურჩება”.
* * *
„რისხვა რომ ჯებირს გადმოხეთქავს, ვეღარც ლაგამს ამოსდებ და ვეღარც ალიკაპს”.
* * *
„ – ღმერთმა ყველას თავისი კუთვნილი მიაგოს, ჩვენ კი წრფელი გზისა და სიმართლის სიყვარული გვმართებს”. – (ავტორი გენია.ჯი)