ამონარიდები თამაზ ჭილაძის რომანიდან – „აჰა, წავიდა ზამთარი”

„არქიმედი ბარბაროსმა მოკლა! ბარბაროსმა!” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თუ ვინმე გიცნობს, შენობით გელაპარაკება და მხარზე ხელს გირტყამს – არც ისე მოსარიდებელი ყოფილხარ”.

* * *

„შენიშვნის მიცემა ძალზე ძნელი და უხერხული საქმეა და, ამავე დროს, ყველას არ შეუძლია, ყველა არ აძლევს თავს ამის უფლებას”.

* * *

„ – თქვენ გგონიათ გვირგვინი დანაშაულს ფარავს?”

* * *

„ – დამაცადეთ ცხოვრება, რა გინდათ?”

* * *

„თორნიკემ იცოდა, რომ ლამაზი ცოლი ტრამპლინს ჰგავს, ტრამპლინივით შორს გადაგახტუნებს”.

* * *

„ – გეზიზღები იმიტომ, რომ სიმართლეს გეუბნები”.

* * *

„სამუდამოდ დადგენილი წესი დაირღვა: წინ გამოვიდა ის, ვინც უკან უნდა მდგარიყო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„როცა შენ თვითონ ამბობ, ნიჭიერი ვარო, მაშინ ყველა მორიდებით გიყურებს. საოცარია, მაგრამ ასეა”.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>