ამონარიდები სერვანტესის რომანიდან – „დონ კიხოტი”

„ – აფსუს, პურო, უმადურზე დახარჯულო! აფსუს, აღქმავ, ფუჭად დაკარგულო!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – უკან დახევა გაქცევას როდი ნიშნავს, რადგანაც უნდა იცოდე, სანჩო, რომ სიმამაცე, რომელიც გონიერებაზე არაა დაფუძნებული, სიშლეგეს უახლოვდება, შლეგის მიერ მოპოვებული გამარჯვება კი უფრო ბედნიერ შემთხვევას უნდა მიეწეროს, ვიდრე მის შეუპოვრობას”.

* * *

„გონიერი კაცი თავს უნდა უფრთხილდებოდეს და უფრო დიადი საქმისათვის ინახავდეს”.

* * *

„ – ჩემს ბატონს დონ კიხოტ ლამანჩელს თუ რაიმე შეეშალა, მე მომკითხეთ მაგის პასუხი”.

* * *

„ვირის ყროყინის გამო გადარევა უგუნურებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – თუ ამდენსა ვყბედობ, ბოროტი ზრახით კი არა, სისულელით მომდის”.

* * *

„მართალს ბრძანებს ანდაზა, მონას, ბატონის მორჩილსა, არ დაელევა არჩივიო”.

* * *

„მას, ვინც მზადაა ყოველგვარი უბადრუკი წვრილმანი მოიმიზეზოს, რაც სიცილ-ხარხარისა და მხიარული დროსტარების საბაბად უფრო გამოადგებოდა, ვიდრე წყენისა და შეურაცხყოფისა, რათა ხმალზე გაიკრას ხელი , – ღმერთმანი, საღი აზრისა და კეთილგონიერების ნატამალიც არ გააჩნია”.

* * *

„წესიერ მოვალეს ვადისა არ ეშინია”.

* * *

„ – ჩემს საჭურვეთმტვირთველს, – უფალმა მიაგოს სანაცვლო, – ის უფრო ეხერხება, რომ ლაგამი აჰყაროს თავის ენას, რათა ერთ წამში ათასი სისულელე წამოროშოს, ვიდრე ის, რომ ლაგამი ამოსდოს ჩემს ცხენს და მოსართავებიც, როგორც წესი და რიგია, ისე მოუჭიროს”. – (ავტორი გენია.ჯი)

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>