ამონარიდები დემნა შენგელაიას თხზულებებიდან…
„თურმე, დათვლაც საქმე ყოფილა, და მერე როგორი საქმე!” – (განძი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ფრთხილად იყავით! ხომ იცით, რანაირი დროა”. – (მეოთხე ძმა)
* * *
„როცა საყვარელ ადამიანს დიდი ხნით ეთხოვები, დარდთან ერთად საკვირველ გრძნობას განიცდი, გრძნობას, რომ რაღაც მძიმე ტვირთი ჩამოიშორე”. – (მოლოდინი)
* * *
„ – ახლანდელი ბაღნები ასე წულსახული სანამდე უნდა იყოთ?” – (სანგრევში)
* * *
„მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო, და მუშაობაში ხომ ბრალია და ბრალია”. – (განძი)
* * *
„ბაბუამ სახელოებით ცრემლი შეიწმინდა და შვილიშვილს ყურში ჩასძახა:
- სამი შავარდენი ძმა გყავს, შვილო!.. მეოთხეც… შენ… შავარდენად დაბადებულხარ… – მაგრამ ბავშვს უკვე აღარაფერი ესმოდა, არც გრძნობდა. მის სახეს გაციებული ღიმილი დაჰნათოდა.
დედა ფეხზე წამოიჭრა.
მისი სახეც ცრემლით იყო მორწყული, მაგრამ მაინც უტეხად, მედგრად გამოიცქირებოდა. მძვინვარესა და გაგოროზებულს თვალები მტრისადმი ზიზღით ავსებოდა. ცალი ხელით შაშხანა მტკიცედ ჩაებღუჯა, ხოლო მეორეთი შვილის გვამზე წაფარებული დროშა აიტაცა და მაღლა ააფრიალა.
ლაღად გაშალა შვილის სისხლით შეღებილი დროშა.
- ამისი… ამისი პასუხიც უნდა გაგვცენ ფაშისტებმა! – დაიძახა ხმამაღლა და შურისგების წყურვილით აღსავსე თვალები ირგვლივ ისე მოავლო, თითქოს მთელ უკარინას სამაგიეროს გადახდისაკენ მოუწოდებდა”. – (მეოთხე ძმა) – (ინტერპრეტაცია ჩვენია – ავტორი გენია.ჯი)