ამონარიდები ოთარ ჭილაძის რომანიდან – „აველუმი”

„ნებისმიერ კულტურულ და ცივილიზებულ ადამიანს უნდა შეეძლოს ნებისმიერი ცხოველური მოთხოვნილების მოთოკვა ნებისმიერ ვითარებაში”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დედამიწა – ყველაზე დიადი ცოდვილი – ყველა ცოდვილის დედა”.

* * *

„ყველას, ყველაფერს ეშინია სიმარტოვისა, მარტო დარჩენისა და მაინც ყველას იმედი აქვს, ყველას ერთნაირად სჯერა, თუ ვინმე გადარჩება საერთოდ, თვითონ გადარჩება აუცილებლად”.

* * *

„გაურკვევლობა უფრო ძნელი ასატანია, ვიდრე ნებისმიერი, გინდაც დაუმსახურებელი სასჯელი”.

* * *

„ – ნათქვამია, ჩემს პურს თუ შეჭამ, ჩემს ჭკუაზეც უნდა იაროო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ბედისწერას ვერც ბეტონი შეაჩერებს, რაც გიწერია, არ აგცდება, მაგრამ შინ თუ დავეტევით, აღარც ჩვენ გავწვალდებით და აღარც სხვას გავაწვალებთ, რადგან სოროს გარეთ მოკლულნიც მაინც შინ უნდა მოგვიტანონ ბოლოს, იქამდე კი, ღმერთმა იცის, რამდენ ხანს უნდა ვეგდოთ ქუჩაში, ვიდრე ვინმე ინებებდეს და შეგვამჩნევდეს, მერე კი – მორგში – საცხედრეში – ვიდრე რომელიმე ჩვენიანი გაბედავდეს და ამოგვიცნობდეს”…

* * *

„ძილიც წამებად გადაქცევია ხალხს. გმინვითა და ოხვრით თენდება უსაშველოდ გაწელილი ღამეები”.

* * *

„გაჩენამდე შეძულებული შვილები ცხადია, მაინც იბადებიან და იბადებიან პირველ რიგში მშობლების რისხვად, მშობლების მსაჯულებად, გულღრძო შურისმაძიებლებად ამ წინდაუხედავი, ბრიყვული ნაბიჯისათვის”.

* * *

„ხალხს ცხოვბრებისა ეშინია”.

* * *

„იმ ქვეყანაში, სადაც პირველი პოეტიცა და რიგითი სალდაფონიც ერთნაირად აზროვნებს, თავისუფლება არქიტექტურული ზედმეტობაა მხოლოდ და ისიც გარედან მაყურებლისთვისაა განკუთვნილი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>