ამონარიდები დორის მეი ლესინგის რომანიდან – „ოქროს რვეული”
„ – ყურნი რომ გვესხან სმენად, გავიგონებდით, ყვირილი და კივილი, ხროტინი და კვნესა როგორ ავსებს აქაურობას, მაგრამ იმით, რაცა გვაქვს, გვგონია, მზით გაკაშკაშებულ ველზე ნეტარი და უდრტვინველი სიჩუმეა გამეფებული”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ამქვეყნად საკმარისი ნიჭია, თუმცა კი ჯერჯერობით ისე ღრმად დაფარული, რომ მხოლოდ ყველაზე კეთილმოსურნე მზერას ძალუძს მათი გარჩევა”.
* * *
„ – თვალი ამეხილა და ახლა ვხედავ, განა არ დამეთანხმებით, რომ საქმე გვაქვს ისეთი კანონის გამოვლინებასთან, რომელიც აქამდე არ იყო აღნუსხული ჩვენს სწავლებაში? ნგრევისა და განადგურების კანონის გამოვლინებასთან?”
* * *
„განა მადლობა არ უნდა შევწიროთ ბედისწერას, რომ მოგვენიჭა შესაძლებლობა გავიაროთ სკოლა, შევიცნოთ სიცოცხლის კანონები, სადაც ბუნებას მუდამ გასისხლიანებული ღოჯები და კლანჭები აქვს?”
* * *
„ – ჩემი შეხედულება ცხოვრებაზე, რომელიც შეიძლება დახასიათდეს როგორც პათოლოგიური და ყოველ განვლილ წუთთან ერთად სულ უფრო პათოლოგიური ხდება, მე, ამისდა მიუხედავად, თითქმის განუსწყვეტლივ ვიცინი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მე ვამტკიცებ , რომ ბუნება მფლანგველია. გავა სულ ცოტა ხანი და ეს მწერები ერთმანეთს დახოცავენ, დაიღუპებიან ჩხუბის, კბენის, შეგნებული მკვლელობის, თვითმკვლელობის, ტლანქი შეწყვილების შედეგად. ან შეჭამენ ფრინველები”.
* * *
„ – ქალები ნაზი არსებები არიან, ისინი გვიყურებენ, როგორ შევჭამთ მტრედს და ჩვენი უმოწყალო სისასტიკისთვის კიდევ მეტად შეგვიყვარებენ”.
* * *
„ადამიანები ერთმანეთს ყოველთვის საპატიო მიზეზით ხოცავდნენ: მიწა, ქალი, საკვები”.
* * *
„ღმერთმა დაგვიფაროს ზედმეტი კატეგორიულობისაგან”.
* * *
„განათლებამ, რომელიც მივიღეთ, უპირველესად იმისთვის მოგვამზადა, რომ ცხოვრება ხანგრძლივი და უმნიშვნელო ამბავია”. – (ავტორი გენია.ჯი)