ამონარიდები დორის მეი ლესინგის რომანიდან – „ოქროს რვეული”

„ – ეტყობა, შეცდომები ვერასოდეს გვასწავლიან ჭკუას”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მთელი ჩვენი თანამედროვე ცხოვრების არსი, თუკი სისხლსავსედ ცხოვრობ და არ გაურბიხარ იმას, რაც ხდება, კონფლიქტია”.

* * *

„ადამიანი ისეთია, როგორიც არის. ის ვერ გახდება რაღაც სხვა. ამის შეცვლა შეუძლებელია”.

* * *

„იმდენად ძლიერები უნდა ვიყოთ, ყველაფერი იოლად გადავიტანოთ”.

* * *

„ – ზოგჯერ მგონია, რომ გამოცდილების ერთადერთი სახესხვაობა, რომლითაც ადამიანები ვერაფერს სწავლობენ, პოლიტიკური გამოცდილებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ნებისმიერ მახინჯ ქალშიც კი ყოველთვის შეიძლება იპოვო რაიმე მშვენიერი”.

* * *

„ადამიანები უფორმობას ვერ იტანენ”.

* * *

„სიმაღლეების დაპყრობა მხოლოდ სულით ძლიერებს შესწევთ!”

* * *

„ჩვენ ყველას, თითოეულ ჩვენგანს, გვჭირდება მცირედი ნიღაბი, რომ სისასტიკით აღსავსე სამყაროსაგან თავი დავიცვათ”.

* * *

„ჭეშმარიტი ვაჟკაცობა ის არის, რომ დინების საწინააღმდეგოდ გაცურო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება