ამონარიდები ლევან გოთუას რომანიდან – „გმირთა ვარამი”
„პირველი რომის ვეება საკეისრო დაიშალა! მონღოლთა თვალუწვდენელი სახელმწიფო აღარ არსებობს… გაცამტვერდა ოქროს ურდო… ჩვენს ახლო დაეცა დიდი ბიზანტია… საქართველო კი მარტო დარჩა – მაგრამ მაინც დარჩა! ჯერაც დგას! სისხლისაგან იცლება. მაინც იბრძვის! იქსაქსება – მაინც იმედს არ ჰკარგავს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დიდი სათნო სიყვარული ყოველთვის ვაჟკაცური ყოფილა! და საოცარია, რომ თურმე იგი ქალსაც ავაჟკაცებს!”
* * *
„თურმე არსებობს ერის თვითმყოფადი ჭირისუფალთ შორის, უთქმელი, მაგრამ მეტად ზუსტი, მოვალეობათა განაწილება… და რომ თვით ჭირისუფლობა მაინცდამაინც მემკვიდრეობით, თანამდებობით ან არჩევით კი არ ენიჭება ვისმე, არამედ იმ მძიმე საერთო ტვირთით, რომელსაც შემძლე კაცი უანგაროდ თავად იტვირთავს და ყველაფერს მას ანაცვალებს!”
* * *
„ძალზე ბრაზმორეული კაცი… ისიც მეფეი უეცრად თავს რომ მოერევა და სიბრაზეს დაიცხრობს – დიდი სიბრძნის ნიშანია”.
* * *
„გაჭირვებაში სიცილი, ჭირის მონახევრის შემდეგ, ყველაზე უკეთესი მეგობარია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იმედს გაზვიადების თვისება აქვს საერთოდ”.
* * *
„ – მოვა დრო, ივერია ერთად მოდგება და ერთად და ერთიანად აღდგება! ერთად შეყრილი ივერია კი დიდი ძალაა!”
* * *
„ – არც რაი ყოფილა სამშობლოზე უტკბესი და არც რაი ყოფილა საქართველოსთანა ნაკურთხი მხარე კავკასს ჩრდილოეთით!”
* * *
„ – ვაი კაცს, ჯერ საეროდან განდევნილს, მერმე ბერობიდან გაძევებულს!”
* * *
„ – ეჰ, ძალა აღმართს ხნავს.
- ხნავს კია, მაგრამ ბოროტებას თესავს”… – (ავტორი გენია.ჯი)