ამონარიდები სერვანტესის რომანიდან – „დონ კიხოტი”

„სადაც არ უნდა იყოს, კაცი ყოველთვის იმაზე ლაპარაკობს, რაც უჭირს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სწავლულად არავინ იბადება და ეპისკოპოსებიც კაცთაგან გამოდიან და არა ქვათაგან”.

* * *

„ენამოსწრებულება მახვილი ჭკუის ნიშანია”.

* * *

„ყოველი ქვეყნისა თუ სამეფო კარის ჩვეულება მხოლოდ მაშინაა კარგი, როცა არავითარ უსიამოვნებას არ გაყენებს”.

* * *

„იქ, სადაც მუსიკა უკრავს, ბოროტს რა ხელი აქვს?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ვიცი და მთელმა ქვეყანამაც იცის, რომ სასულიერო პირთა იარაღი იგივეა, რაც ქალებისა, სახელდობრ, ენა!”

* * *

„ვინც ზომაზე მეტსა ყბედობს და ენაკვიმატობს, პირველი წინდაუხედავი ნაბიჯის გადადგმისთანავე ეცემა და ქვეყნის სასაცილო ხდება”.

* * *

„ვინც ცომს ზელს და თვითონვე აცხობს, პურის ყუას ვერ მოჰპარავ”.

* * *

„ძმაკაცი რომ გადღეგრძელებს, ქვის გული უნდა გქონდეს, რომ ჭიქა არ მიუჭახუნო”.

* * *

„ღმერთმა სულ ჭკუით გატაროთ თქვენი ცხოვრების გზაზე!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება