ამონარიდები დორის მეი ლესინგის რომანიდან – „ოქროს რვეული”

„სიმართლე ზოგჯერ იმდენად საზარელია, რაც შეიძლება ცოტა ადამიანმა უნდა იცოდეს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„პოლიტიკოსები ყველანი შმაგები არიან, ყველაზე ეჭვიანობვენ, არავის ენდობიან, გაბოროტებულნი არიან, ინტრიგებს ხლართავენ”.

* * *

„ – მგონია, რომ იმის ნახევარი, რასაც საერთოდ ვაკეთებთ, როგორიც გვინდა ვიყოთ, ერთგვარი სამომავლო გეგმაა, რომლის წარმოდგენასაც ვცდილობთ”.

* * *

„ადამიანები ჯანსაღ გონებას ინარჩუნებენ იმის ხარჯზე, რომ რაღაცას ბლოკავენ, რაღაცას გაურბიან, თავიანთ თავს განსაზღვრულ ფარგლებს უწესებენ”.

* * *

„ჩვენი შემდგომი თაობისთვის საკმარისი იქნება ერთხელ შემოგვხედოს, რომ დაქორწინება თვრამეტი წლის ასაკში გადაწყვიტოს, გაყრა აკრძალოს, დაიწყოს ბრძოლა მორალური კოდექსისთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – გესმის, რამდენი თაობა უნდა შეიცვალოს, რომ ჩამოყალიბდეს საზოგადოება, სადაც ავტობუსები განრიგით იმოძრავებენ? სადაც საქმიან წერილებს დროზე და არსებითად უპასუხებენ? სადაც ენდობი შენს მინისტრებს და იცი, რომ ქრთამს არ აიღებენ?”

* * *

„ – რა შტერები ვართ, მარადიული, გამოუსწორებელი შტერები – შეცდომებით ჭკუას ვერ ვსწავლობთ”.

* * *

„პიროვნული ურთიერთობა ერთობ მნიშვნელოვანი რამ არის”.

* * *

„ფულზე დახარბებული ქალისგან რას უნდა ელოდო?”

* * *

„ – მე მგონი, ადამიანებს ერთმანეთის სითბო სჭირდებათ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება