ამონარიდები ოთარ ჭილაძის რომანიდან – „აველუმი”

„ვიდრე სინდისი გტანჯავს, ადამიანი ხარ”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანის ნებისმიერი საქციელი, ნებისმიერი ქმედება – როგორც დღეს ვამბობთ ხოლმე – თავდაცვის, თვითგადარჩენის ჟინითაა ნაკარნახევი. ის ყოველთვის გადარჩენას ცდილობს, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ჭკვიანურად თუ ბრიყვულად, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად”.

* * *

„თავისთავად არაფერი არსებობს და არც იგულისხმება”.

* * *

„ქალები, უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთის ჯიბრითა და წამხედურობით იყვარებენ ერთსა და იმავე პიროვნებას და ყველა მათგანი თავის კანონიერ საკუთრებად თვლის იმას, რისი მითვისებაც საერთოდ შეუძლებელია”.

* * *

„იქამდე ამოვა მზე, ვიდრე ჩასვლის უნარს არ დაკარგავს და იქამდე იქნება ადამიანი დამონებული, ვიდრე თავისუფლების ფასი ეცოდინება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ნებისმიერ სიცოცხლეს ერთნაირად ჭირდება ყურადღებაცა და მზრუნველობაც”.

* * *

„ნუ მოკვდები თორემ, მერე სულ ერთია, მიწაში ჩაგფლავენ თუ ცეცხლში დაგწვავენ”.

* * *

„ვისაც ერთხელ ჩაუყლაპავს საბჭოური ჰაერი, სხვაგან ვეღარ გაჩერდება დიდხანს – მისთვის ისეთივე მავნებელია სუფთა ჰაერი, როგორც სხვებისთვის – ბინძური”.

* * *

„ნებისმიერი ცხოვრება, სატელევიზოროც კი, მე თუ მკითხავთ, ყველა ერთნაირად კრახით მთავრდება”.

* * *

„ოჯახი, უპირველეს ყოვლისა, მამაკაცური ვალდებულებაა, ზნეობრივი ტვირთია”. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>