ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”
„საქმე ბოლოა და ოღონდ ბოლო კარგი იყოს, დასაწყისს შეიძლება კაცმა თვალიც აარიდოს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოგეხსენებათ, მგლის თავზე სახარებას არ წაიკითხავენ”.
* * *
„განაღა შეიძლება კაცმა სიტყვით გამოსთქვას პირველი გამარჯვების ნეტარება! განაღა შეიძლება კაცმა სიტყვით გამოსთქვას თავისი სიხარული, ბრძოლა მორჩა და მე კი ღმერთმა მიბრალა და ცოცხალი გადავრჩიო!”
* * *
„სიყვარულის ალერსიანი სიტყვები იმისთანა რამ არის, რომ ყველა გულის გულში იმალავს, სხვამ არ გამიგონოსო”…
* * *
„მიდის დრო და სიყმაწვილეც თან მიაქვს! ისევ ის არის ეს ქვეყანა, ისევ ის არის ჩვენი მთა, ჩვენი მინდორი და ჩვენ კი ის აღარა ვართ, ან არა და სულაც აღარა ვართ!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ამისთანა დროში კაცს გამხნევება უნდა”.
* * *
„სიმართლეს არა სჯობია რა”.
* * *
„გაბრაზებით საქმე არ გარიგდება. პირიქით, კიდევაც წახდება!”
* * *
„საბძელი რომ გეწვოდეს, ხელი მოითბეო!”
* * *
„ბედნიერია, ვისთვისაც ღმერთს ძალ-ღონე მიუცია”. – (ავტორი გენია.ჯი)