ამონარიდები ოთარ ჭილაძის რომანიდან – „აველუმი”
„მართლაც იმდენად გააოგნა დანარჩენი მსოფლიო 9 აპრილის საშინელმა სანახაობამ, იმდენად გაუჭირდა აღქმა და დაჯერება იმისა, რაც საკუთარი თვალით იხილა, თავის გამოდებას, ისევ თავის გაბრიყვება ამჯობინა, ძნელად დასაჯერებელ სიმართლეს იოლად დასაჯერებელი ტყუილი და, რაც მთავარია, უტყუარ ფაქტს ერთმანეთის გამომრიცხავი ვერსიები დაუპირისპირა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა გჭირდება, ტყუილსაც დაიჯერებ”.
* * *
„ხელსაყრელი იქნება დარაზმვა ერთი ლოზუნგის ქვეშ – გავუძლოთ დღევანდელს, მოვემზადოთ ხვალისთვის”.
* * *
„წარმოგიდგენიათ, რას მოვესწარით?! სიხარულის უნარი დაგვიკარგავს ჩვენდა უნებურად”.
* * *
„ახლა სხვა დროა, ახლა თუ არ მოიკითხე, ის მოგეკითხოს იქნება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გარემოება ქმნის შეგნებას”.
* * *
„ისე, ჩვენში რომ ვთქვათ, რა დროს ენის სიწმინდის დაცვაა, თავი ვერ დაგვიცავს”.
* * *
„გაზაფხულია, ჟამი ცოცხალ ორგანიზმთა გამოღვიძებისა, კაცთა, ცხოველთა, თევზთა, ფრინველთა და მცენარეთა თესლთა გადმოფრქვევის. ვინ შეიძლება არ იყოს შეყვარებული დღეს?!”
* * *
„რაკი ვერ ვშველით ხორცს, იქნებ სული მაინც გადავარჩინოთ”.
* * *
„ – მოიხსენით ნიღბები, თქვე უსვინდისოებო. გეყოთ, ბრიყვთა გაპამპულება!” – (ავტორი გენია.ჯი)