ამონარიდები სერვანტესის რომანიდან – „დონ კიხოტი”
„ზოგიერთები ქრთამს სთავაზობენ, ევედრებიან, ფეხქვეშ ეგებიან, დილიდან საღამომდე კარს უტალახებენ და თხოვნით თავს აბეზრებენ საჭირო ხალხს, რომ თავისას მიაღწიონ, მაგრამ ხშირად კოვზი ნაცარში უვარდებათ და პირში ჩალაგამოვლებულები რჩებიან; ზოგი კი, ეშმაკმა უწყის, როგორ და რა გზით, ხელად შოულობს სამსახურს და თანამდებობას, რომელსაც, ვინ იცის, რამდენი ვინმე ნატრობდა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ამ ქვეყნად ყველაფერი ერთნაირად ყოფილა მოწყობილი”.
* * *
„ერთი დღე მეორეს არ ჰგავს და არც კაცია სულ მუდამ კარგ გუნებაზე”.
* * *
„ტყუილად არ უთქვამთ, ცოდნის შეძენას სისხლის დენა სჭირდებაო”.
* * *
„ამ ქვეყნად არაფერია თავაზიან ქცევაზე უფრო იაფი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – რასაც მიკრძალავენ, იმაზე უფრო მელევა სული”.
* * *
„ცალი გვერდიდან შეუძლებელია მთლიანად დაინახო ის საგანი, რასაც უყურებ”.
* * *
„ – ეშმაკი ეშმაკს აეკიდოს, შიში კი – მხდალს და სულმოკლეს. ხომ მოგეხსენება, რომ ლომგულს ბედის უკუღმართობა არ აშინებს”.
* * *
„ანდაზები მოკლე ზნეობრივი შეგონებებია”.
* * *
„ვინც მზეს ვერ ასწრებს ადგომას, იცოდე, ვერც დღეს შეიტკბობს”. – (ავტორი გენია.ჯი)