ამონარიდები ანა ანტონოვსკაიას რომანიდან – „დიდი მოურავი”
„დღემდე არავის, სიკვდილსაც კი, რომელიც სიცოცხლეს ამარცხებს, სიყვარულზე არ გაუმარჯვნია”… – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მტრები ჯვრით კი არა, ხმლით უნდა გარეკო”.
* * *
„როგორ შეიძლება იმის ფიქრი, რომ სიკვდილი სიცოცხლეზე ძლიერია?”
* * *
„ – წინათ ყველაფერი იყო, ახლა მიწა არ არის… ხილი არ არის, საძოვარი არ არის… პირუტყვი არ არის… მხოლოდ ბილიკი დარჩა! ქართველებისათვის კი ბილიკი მტერზე გამარჯვებაა! შურისძიებაა. კერასთან დაბრუნებაა”…
* * *
„შურისგება ამაყი ადამიანის საუკეთესო იარაღია”… – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბედისწერა! ცხოვრების ქალბატონი! მისი სიყვარული და სიძულვილი თანაბრად საშინელია”…
* * *
„ – ერთ განუშორებელ ფიქრს ვფიქრობ, ჩემო ძიძავ: არის თუ არა ამქვეყნად სამარადისო სევდის წამალი? არის თუ არა იარაღი, რომლითაც შეიძლებოდეს შეებრძოლო სიცოცხლის ულმობელ მიმტაცებელს? რატომ ასე დაუსჯელად, აბეზრულად იჭრება იგი ოჯახში, წარიტაცებს ყველაზე ძვირფასს და უკვალოდ ქრება? დარჩენილები კი უმწეოდ ღვრიან ცრემლსა და სწყევლიან ბედს”.
* * *
„ – ო, ღმერთო, რატომ არსად არ არის ნათქვამი, როგორ მოვეპყროთ მიუხვედრელს?”
* * *
„ბედისწერას ვერც ერთი დარაჯი ვერ დაიჭერს!..”
* * *
„ტურა არასოდეს არ დაუმეგობრდება მგელს, თუმცა ისინი ერთი ჯილაგისანი არიან”… – (ავტორი გენია.ჯი)