ამონარიდები ლევან გოთუას რომანიდან – „გმირთა ვარამი”
„ბერს შეჰფერის და ძალუძს ყველგან სიმართლე ეძიოს, ლმობიერი იყოს…
მეფეს კი სიმტკიცე და გამართლება სჭირია, თორემ არც მეფობა გამოვა და არც სამეფო! მკაცრი დროა, ადამიანსაც უწევს მკაცრობა!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ცოლ-შვილი რაა, ღმერთი დავკარგე, ღმერთი! რითღა ვიცხოვრო! რას ვევედრო? რაზე ვილოცო?”
* * *
„ – როდესაც დედაკაცი გუთნისდედობს, სოფლის სირცხვილია, მაშა!! ეს კაცურ კაცს ყველას ეხება”.
* * *
„ადამიანმა დარდი თავად უნდა გადაღერღოს, მოინელოს!”
* * *
„ – ცუდია სიბერე! მაგრამ ჩაძველებული დარდი? უფრო ცუდია, იცოდე!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ შენთვის აღარ შეგიძლია სიცოცხლე და სიხარული, სხვისათვის მაინც შეიძელ, შეეცადე მაინცა”…
* * *
„კაცი არს ცხოველი, სიტყვიერი, მოკვდავი”…
* * *
„ქართლის ცხოვრებაში” მწარე შური და ვერაგობა გმირობაზე არა ნაკლები ქმნილა!.. ღვარძლის მთესავნი მწარმოღვაწენი მრავლად ჩანან… მაგრამ ქართველ ტომთა გამძლეობაც შიგა წერია!”
* * *
„დაგლახავებულის არც დარდი ვარგა, არც ლხინი!..”
* * *
„სოფელი ნუგეშითაა!” – (ავტორი გენია.ჯი)