ამონარიდები დორის მეი ლესინგის რომანიდან – „ოქროს რვეული”
„უბედური სასიყვარულო ისტორიის ტიპიური ნიმუში – ქალებს, მათ შორის, საუკეთესოებსაც კი, უყვარდებათ კაცები, რომლებიც მათ სრულიად არ შეეფერებიან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩვენ მუდმივად გვიწევს რღაცის დაცვა. ხდება ხოლმე, რომ ჩვენს მცდარ წარმოდგენასაც ვიცავთ, მაგრამ მთავარია, პრინციპულად დაცვა შეგეძლოს”.
* * *
„პატიოსანი – უპატიოსნო!” ყველა როგორღაც იყენებს ერთმანეთს”.
* * *
„ნებისმიერ საზოგადოებაში, იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც მართლა მზადაა ბოლომდე იბრძოლოს სიმართლისათვის, იმდენად უმნიშვნელოა, რომ…”
* * *
„ადამიანებს ხშირად თავის დამორჩილება გვიჭირს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ფული საქმის პრაქტიკული მხარეა”.
* * *
„ – ნამდვილად გაგიკვირდებათ, როდესაც გაიგებთ, ჩვენს ქუჩებში მოსეირნე რამდენი ადამიანია მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის აჩრდილი. ეს ჩვენს ეპოქასთანაა დაკავშირებული”.
* * *
„გრძნობები იგივე მახეა, რომელიც საზოგადოების ხელში გახვედრებს, ამიტომაც ადამიანები მათ ერთობ გამოზომილად იმეტებენ”.
* * *
„თავისუფლებისთვის, სიმართლისთვის სინამდვილეში ძალზე ცოტა ადამიანი იღწვის, ძალზე ცოტა. ცოტას თუ ყოფნის გამბედაობა, ხასიათის სიმტკიცე, რომელიც ჭეშმარიტი დემოკრატიის საყრდენს უნდა წარმოადგენდეს. ასეთი ადამიანების გარეშე თავისუფალი საზოგადოება კვდება ანდა ვერც იბადება”.
* * *
„სიყვარული – ინტერნაციონალურია!” – (ავტორი გენია.ჯი)