მიგელ დე სერვანტეს საავედრა წერდა…

„ვის რა ესაქმება, მე რომ ჩემი საკუთრება, როგორც მომეპრიანება, ისე მოვიხმარო?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მე ვამტკიცებ, რომ თავისი სიმწირითა და სიღარიბით კმაყოფილი კაცი ჭეშმარიტად ღვთის დარი უნდა იყოს”.

* * *

„ბრიყვი არც თავის სახლში უქნია ღმერთს და არც სხვისაში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სიბრიყვის საძირკველზე სიბრძნის შენობას ვერ ამოიყვან”.

* * *

„ღმერთი ყოველთვის კეთილი გულის ზრახვასა სწყალობს”.

* * *

„ხუმრობა მახვილგონიერების გარეშე ვის გაუგია?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ოჰ, სიღარიბევ, სიღარიბევ, არ ვიცი, რამ ათქმევინა დიდ კორდოველ პოეტს: ო, წმინდა ჯილდო, შენ ვერავინ დაგაფასა!”

* * *

„ძლიერნი ამა ქვეყნისანი რაგინდ უგუნურნიც უნდა იყვნენ, უტვინონი და ჭკუათხელნი, ღვთის შეწევნით, ხანდახან მაინც ახერხებენ მართალი სამართლის ქმნას”.

* * *

„მამაკაცებო – ფრთხილად იყავით: თუ გინდათ ქარს არ გაატანოთ თქვენი ფული, ქალებთან ხუნტრუცს ერიდეთ”.

* * *

„ძალგულოვნება კუჭზეა დამოკიდებული და არა პირიქით, კუჭი – ძალგულოვნებაზე”.

* * *

„ყოველ დღეს რაღაცა ახალი მოაქვს: ხუმრობა სავსებით სერიოზული შედეგით გვირგვინდება და მასხრად ამგდებნი თვითონვე გამოდიან გამასხრებულნი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>