მიგელ დე სერვანტეს საავედრა წერდა…

„რაც თავი მახსოვს, ერთხელაც არ მოვმკვდარვარ”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„უფალმა ღმერთმა უკეთ იცის, ვისთვის რა არის უმჯობესი და ვის რა შეჰფერის”.

* * *

„ჩემი სიტყვა და საქმე ერთია”.

* * *

„მკურნალობა ავადმყოფებს კი არ საჭირდება, არამედ კარგად მყოფთ, რომ ავად არ გახდნენ”.

* * *

„ხელისუფლების სათავეში მდგომთ და მაღალი თანამდებობის პირთ, თავიანთი მოვალეობის აღსრულებისას აზროვნება უფრო სჭირდებათ, ვიდრე ფიზიკური ძალა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დროის იმ მონაკვეთზე, რასაც სმა-ჭამას ანდომებს კაცი, არანაირი საზრუნავის ძალმოსილება არა ვრცელდება”.

* * *

„ერთია სურვილი და მეორე – შეძლება”.

* * *

„ყველაფერი, რაც შეურაცხყოფას აყენებს ქალების სილამაზესა და თავმოყვარეობას, საშინელ აღშფოთებას იწვევს შეურაცხყოფილთა გულში და შურისძიებით აღანთებს მათ”.

* * *

„ხომ გაგიგონიათ, რასაც ღმერთი ინებებს, პეტრე მოციქულიც იმას აკურთხევსო”.

* * *

„დრონი იცვალნენ!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება