ამონარიდი უილიამ თეკერეის რომანიდან – „ამაოების ბაზარი”
„ამაოების ბაზარო, ამაოების ბაზარო! აი, კაცი, რომელმაც წერა არ იცოდა, ხოლო კითხვა ჭირივით ეჯავრებოდა; რომელსაც ჩვევები, გაიძვერობა და ვირეშმაკობა ოტროველა, გაუთლელი ხეპრისა ჰქონდა; რომლის ცხოვრების მიზანს შარიანობა, ფლიდობა და ხრიკიანობა წარმოადგენდა; რომელსაც გარდა ყოველივე მდაბლის, ანგარებიანისა და ბინძურისა, არც გემოვნება ჰქონია, არც გრძნობა, არც სიხარული, და რატომღაც მაინც მოეპოვებოდა წოდება, პატივი და ძალა და სახელმწიფოს ერთ-ერთი დიდებული და ბურჯი ბრძანდებოდა. დიდი მინისტრები და სახელმწიფო მოღვაწენი ეპირფერებოდნენ და ექლესებოდნენ და ამაოების ბაზარში მას უფრო მაღალი ადგილი ეპყრა, ვიდრე უბრწყინვალესი ნიჭის პატრონს ან უმწიკვლო, ქველ ადამიანს”.