ამონარიდები ჯონ სტეინბეკის რომანიდან – „ზამთარი ჩვენი მღელვარებისა”

„ყველა იპარავს – ვინ მეტს, ვინ ნაკლებს…” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გაცოფდები, აბა რა მოგივა, როცა კაცს რჩევას აძლევ და ის კიდევ ყურში არ უშვებს!”

* * *

„ხარჯვაზე ისეა გაგიჟებული ზოგიერთი ქალი, გეგონება ნარკოტიკიაო”.

* * *

„კაცის გუნებას რას გაუგებ – ხან მარტივია, ხან რთული. დანამდვილებით რომ გგონია, ახლა მართალი ვარო, სწორედ მაშინ ცდები”.

* * *

„ – არა სჯობია, ისე ამოვარდე დროის ანგარიშიდან, რომ სულ დაუღამებლად გეჩვენებოდეს დღე!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ცოლებს არასოდეს არ უყვართ თავიანთი ქმრების უფროსები და მდივანი ქალები”.

* * *

„ნეტა ისეთი კაცი თუ მოიძებნება, ამა ქვეყნის ძლიერთა გადაწყვეტოლებებს, განზრახვებს და ღვაწლს არ ჩაფიქრებოდეს?!”

 

კომენტარის დატოვება