ამონარიდები დავით კლდიაშვილის ნოველიდან – „სოლომონ მორბელაძე”
„ – ღმერთმანი! ნამეტან გლახა დროში ვცხოვრობთ. მე რომ მარტო მიჭირდეს, არაფერი, და ყველას, ყველას რომ გვიჭირს, სად უნდა წავიდეთ, ვისთან მივიდეთ, ვის შევეხვეწოთ მოხმარება?” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცი ყველაფერს შეესწრები!”
* * *
„ – აჩქარებით, შე კაცო, ქალაქი არ აშენდება!”
* * *
„დღევანდელ მღვდლებს უზრუნველი ლუკმა რომ აქვთ, ბევრ თავადიშვილს არა აქვს…”
* * *
„ – რაც არ შემიძლია, არ შემიძლია და არ შემიძლია!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩემს სიგლახეში მე ვარ, მარტო მე ვარ დამნაშავე”.
* * *
„ – ღმერთს ვფიცავარ, იმისთანა გარემოებაში ვართ, რომ ისევ სჯობია, კაცი ოჯახს რომ არ მოეკიდო!”
* * *
„მშიერ კაცს სად აქვს ღონე, თავის პატიოსან სიტყვას გაჰყვეს…”
* * *
„ – მალე, მალე გაგისტუმრებ… მალე მოვიშორებ თავიდან შენს ვალს… ცოტა ფეხის გადადგმა შემეზარა, თვარა ფულს ვერ ვიშოვიდი მე?!”
* * *
„შვილს რავა მოვატყუებ!..” – (ავტორი გენია.ჯი)