ამონარიდები ჯონ ერნსტ სტეინბეკის ნოველიდან – „ტორტილა ფლეტი”
„როცა კაცი ღარიბია, მუდამ ასე ფიქრობს ხოლმე – „ფული რომ მომცა, ჩემს კეთილ მეგობრებსაც გავუნაწილებო”. მაგრამ, გაჩნდება თუ არა ფული, გულმოწყალებაც ხელადვე ქრება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოწყალე ღმერთი ყოველთვის წყალობის თვალით როდი უყურებს თავის ქმნილებებს”.
* * *
„მზიანი დილა გულს მშვიდი სიხარულით გივსებს. როცა ბალბა დილის მოელვარე ცვარს დაისხამს, ყოველ ფოთოლს ძვირფასი თვალი ჰკიდია ხოლმე, იქნებ ძვირად არ ფასობდეს ეს თვალი, მაგრამ მომხიბლავია. ფუსფუსი და ფაცხაფუცხი შეუფერებელია ამ დროს. დილაობით დინჯი, ღრმა, ოქროს ფიქრები მოდის”.
* * *
„ – წირვა – წირვაა, ღვინოს რომ ყიდულობ, სულაც არ ენაღვლება იმ მეღვინეს, სად იშოვე ფული. არც ღმერთს ენაღვლება, წირვის ფულს სად შოულობ. შენ ხომ გიყვარს ღვინო, იმასაც უყვარს ის წირვა”.
* * *
„ – ეს დედაკაცები!.. ერთი ნამცეცი სიკეთე არა სცხიათ. მტრისას მათი გადაკიდება!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საღამო ისე შეუმჩნევლად ახლოვდება ხოლმე, როგორც სიბერე უახლოვდება ხოლმე ბედნიერ ადამიანს”.
* * *
„გადაჭარბებული ღვინის სმითაც ბლომად იღუპება ხალხი”.
* * *
„ზოგ საქმეში კაცს მეგობრებიც კი ვერაფერს უშველიან”.
* * *
„ძაფგაყრილი, წვრილი, სუსტი სანთელი! თქვენ იტყვით, ასეთი საგანი განსაზღვრულ ფიზიკურ კანონებს ემორჩილება, და სხვას კი არაფერსაო. ალბათ იმასაც იფიქრებთ, მისი მოქმედება სითბოსა და წვის განსაზღვრული კანონებით არის გაპირობებულიო. თქვენ პატრუქს უკიდებთ ხოლმე ცეცხლს, პატრუქთან ერთად სანთელიც იწვის და დაილევა – რამდენიმე საათს ანთია და მერე კი ქრება. ეს არის და ეს. ამით თავდება ყველაფერი, და სანთელი ხელადვე გავიწყდება, თითქოს არც არსებულიყოს.
მაგრამ ხომ არ დაგვიწყნიათ, რომ ეს სანთელი წმიდა იყო?”
* * *
„ლამაზი და გულუხვი დაპირება – ქირის გადახდაზე უარესია. მონობას ნიშნავს!” – (ავტორი გენია.ჯი)