ამონარიდები იური ნაგიბინის მოთხრობიდან – „გადმოდი, მოვედით!..”
„ხალხის გარჩევა უნდა იცოდეთ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ხომ გაგიგონია, ოქრო პატარაა, მაგრამ ძვირად ფასობსო…”
* * *
„ – ჩემთან ასეა: ცხვირიდან სისხლი დაიდინე და გააკეთეო!”
* * *
„ – რაც შეეხება ბევრ სამუშაოს, სად არის ცოტა სამუშაო?”
* * *
„ – პური რომ გვექნება, ყველაფერიც გვექნება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ლაფშამ ძლივს დასძრა მიყინული მარხილი. თოვლში ჩაფლულ დაბალ ქოხებსა და ჩაშავებულ ხეებს შუა გასრიალდნენ, წვრილი ტოტები თოვლს ვერ იკავებდა. ჩაუარეს ბებერ, დიდრონ არყის ხეებს, ტანი კაჭკაჭის ფრთებივით რომ ასჭრელებოდათ, ხოლო ტოტებზე საგულდაგულოდ დაჰფენოდათ თოვლი; ჩაუარეს ყინულის სქელი პერანგით შემოსილ ჭას, მოყანყალებულ საპატიო დაფას, თოვლის ბუმბულა ქუდი რომ ეხურა, გასცდნენ სასაფლაოს თოვლიდან ამოზრდილ შავ-შავ ჯვრებს და თეთრად გადაპენტილ, მოცარიელებულ ველზე გავიდნენ.
ისევ ახმაურდა კავებქვეშ ხის ხიდი, ხიდქვეშ კი ისევ ისე ილანძღებოდნენ და ხმაურობდნენ ადამიანები”.