ამონარიდები გ. ივანიშვილის ნოველებიდან…

„ – მე ეპიტაფიაც კი არა მწამს სიყვარულის გარეშე”. – (ტრაქტორიზებული სიყვარული) - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – აბა, აბა! ზოგი ხუთ ქმარს იცვლის და ეგ კი ვერ უნდა გათხოვდეს!

- ვითომ რატომაო?

- ვის რად უნდა მუნჯი ცოლი!

- შენი არ მიკვირს? მუნჯ ცოლს რა ჯობია, მთელი შენი ცხოვრება მოსვენებული იქნები”. – (ყრუმუნჯოკრატი)

* * *

„კაცი იმისაა, რომ იმუშაოს”. – (ვანა კისერზე)

* * *

„ – ჩემი ცხენისათვის წესიერი მგელი არც კი შეიწუხებდა თავს”. – (გოლას ყოჩი)

* * *

„ – ბოშო, ყოლიფერს კი არ უნდა მუედო… რაც არ გეკადრება, ჩემო ბატონო, ერთი ვერსით უნდა მოცილდე. ზოი კაცი, მაგალითებრ, ისეთსაქმეს მოკიდავს ხელს, რომე სულ რომ არ ეკადრება”. – (კადრების საკითხი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – გინახავთ რომ სიმღერას კაცი გაეგიჟებინოს?!” -  (იეთიმ გურჯო, ესეც ბედის წერა…)

* * *

„სოფელი ღონიერია, საყდარს აიტანს მთაზედა”. – (გოლას ყოჩი)

* * *

„ – თავი რომ მოვიკლა, მკვდარს ვინღა შემიყვარებს!” – (ტრაქტორიზებული სიყვარული)

* * *

„რავა, მასტავლებლობა ადვილი საქმეა, თუ?” – (კადრების საკითხი)

* * *

„ღმერთს დაუვალებია და კაცს შეუსრულებია, კაცი კაცად დარჩენილა და თავზე ქუდი ჰხურებია”. – (გოლას ყოჩი) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>