ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობიდან – „ატენური”
„ეხლა ძალიან მოდაშია შექორწინება და განქორწინება… ქართველები არც ამ საქმეში ჩამოვრჩებით ევროპელებს… ჩვენშიც ეგრე დაწესდა… ნახევარზე მეტი ბოლომდე ვერ ეწევიან ოჯახის უღელს და გამოეშვებიან ხოლმე. ზოგი მაშინვე, ზოგი მოგვიანებით… ის დრო წავიდა, როცა ცოლის გაშვება თავის მოჭრა იყო…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – გალაკტიონის მერე რა უნდა დაწერო”.
* * *
„ადრეული ყველაფერი კარგია სიკვდილის გარდაო”.
* * *
„გახიე და გაფხრიწე ერთია”.
* * *
„ – ჰმ! სიყვარული და პატიოსნება, ვიღას რად უნდა ან ერთი ან მეორე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყვავილის გაშლასა და ბარტყის დაფრთაიენაბს თავისი დრო აქვს”.
* * *
„ – გახსოვს, ლიტერატურის წრეზე რომ მოხსენება წაიკითხე და ამტკიცებდი: ხელოვნების მშვენიერება უმეტესწილად მაღლა დგას ბუნების მშვენიერებაზეო?! იმთავითვე ახირებული იყავი, ბუნებრივს როგორ დაემჯობინება ხელოვნური”.
* * *
„ნაქმრევი ქალი იოლი მოსაჩანგლია”.
* * *
„ლამაზი ქალი სანდო არ არის…”
* * *
„ – რწმენას ვერავინ და ვერარა შემიცვლის”. – (ავტორი გენია.ჯი)