ამონარიდები ნოდარ შამანაძის მოთხრობიდან – „გატეხილი სეიფი”
„ – ხანდახან ვნანობ, სწავლის გზა რომ ავირჩიე და წიგნქექაობა ხელობად გავიხადე. მიჯობდა ბუხართან მივმჯდარიყავი და ნაცრის ქექვა დამეწყო. დღეებსაც გავაცუცურაგებდი და წუთისოფელსაც მოვჭამდი უდარდელად, ხალისიანად”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბედისწერით დაღუპულ ადამიანზე აუგი რავა უნდა თქვა, თავისი უბედურებაც ეყოფა, მარა ზოგჯერ ენა მაინც არ გიკავდება ადამიანს…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ხომ გაგიგონიათ, მთვრალმა რა თქვა და გულისაო?!”
* * *
„ – …ადამიანს ლეღვისფოთლისოდენა ყურები გაეზრდებოდა, საწყენი, გულისმომკვლელი და გასაკვირ-გასაოცარი ამბები რომ არ ესმოდესო, ცხონებული ბებიაჩემისგან გამიგონია. მართალიცაა”.
* * *
„ – რას გეტყვი, იცი? კაცს თუ ჭკუა აქვს, იქ არ შევა, საიდანაც ვეღარ გამოვა!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – იტყვიან, ქორწილი უძაღლოდ არ ჩაივლისო”.
* * *
„ – ჩვენში დარჩეს და, პირუტყვს, მართლაც, მეტი ჭკუა აქვს ზოგიერთ ადამიანზე”.
* * *
„ – ძმამ ძმის ხორცი შეჭამა და ძვლები უბეში შეინახაო, არ გაგიგონია, შვილო?”
* * *
„ადამიანის ცხოვრებაში ზოგჯერ გამოერევა დღე, არასდროს რომ არ დაავიწყდება”. – (ავტორი გენია.ჯი)