ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – „ჩემი სოფლის ეტიუდები”
„უმაღლესი სასჯელი სინდისის ქენჯნაა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – სიამოვნება და იაფი!…”
* * *
„სიკეთე სუსტდება. და სატანა დასცინის ჩვენს სიწმინდეს. სატანა ხარხარებს”.
* * *
„ეშმაკმა ძილი არ იცის”.
* * *
„სიავე სიბრმავეა. სირეგვენეა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გული უნდა გაიმაგრო. გული. გული. გული უნდა გაიმაგრო. რაც უნდა მოხდეს, ოღონდ გული უნდა გაიმაგრო. გულია ყველაფერი და უგულო რო არაფერია, გულიც იმიტომაა ყველაფერი. რაც უნდა მოხდეს, ქვეყანას გადახდეს, ოღონდ გული იყოს საგულესა”.
* * *
„გარეთ არ გახვიდე, არ გაიტანო აუგი შენი”.
* * *
„ნუ ეგონება ნურავის, მართალი მე ვარ, მტყუანი ის არისო. ნუ ეგონება, ნუ ეგონება და ნუ ეწვევა მსაჯულს, ნუ ეწვევა და ნურც მოიწვევს, რამეთუ მსაჯულისათვის ორივე მტყუანია, რადგან თვითონ უნდა იყოს მართალი”.
* * *
„ბავშვობაში ყველაფერი მიამიტურია, ეშმაკობაც მიამიტურია”.
* * *
„ადამი აღმოჩნდა პირველი მსჯავრდებული”. – (ავტორი გენია.ჯი)