ამონარიდები ლადო ავალიანის ნოველიდან – „როცა მზე პირს იბანდა”
„თურმე ნუ იტყვი… ძალიან ადვილია, როცა რამე არ გესმის. გულგრილად უცქირო სხვების კისრისტეხას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – დასაფიქრებელი ბევრი რამაა. თუ დაფიქრების დრო ან საშუალება გაქვს”.
* * *
„ – მიკვირს ხოლმე, ადამიანებს უთქმელად რატომ არ უნდა ესმოდეთ ერთმანეთის?”
* * *
„თუ გვერდით ქალი გახლავს, როგორ შეიძლება რამეს შეუშინდე”.
* * *
„ – რა უნდა გამიკვირდეს, ესაა ცხოვრება. ყველგან თავისებური „წესრიგია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცმა რომ თქვას, ყველაფერი იღბალია”.
* * *
„ – რა ვუთხრა ადამინების თვალსა და ჭკუას. რად გინდა თვალი, თუ ვერაფერს დაინახავ, რად გინდა ჭკუა, თუ ვერაფერს მიხვდები”.
* * *
„ – მე მგონია, რომ ერთი მხრივ თუ მართალი ვარ, მეორე მხრივ, ვინ იცის, შეიძლება არც ვიყო მართალი”.
* * *
„რა ნაცადი ხერხიც არ უნდა იყოს, ყველაზე ერთნაირად ვერ იმოქმედებს”.
* * *
„რაკი წიგნი გამოდის, ვიღაცამ ხომ უნდა წაიკითხოს”. – (ავტორი გენია.ჯი)