ამონარიდები ბორის ჩხეიძის მოთხრობებიდან…
„ზოგი ადამიანის გულს ოქროს თვისება აქვს. ათასი წელიწადიც ეგდოს ჯეღლსა, ნაგავსა და უწმინდურობაში, ამოიღებ, გაფერავ და ისევ ოქროა”. – (ავტობუსი N37) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ისეთი დედა, აბა, სად არის, რომელსაც შობილი თავისთავზე ნაკლებად ყვარებია და ეს გრძნობა სულის ამოსვლამდე განელებია!” – (ყოჩი ლეო ნათესავებს ეყრება)
* * *
„ლაპარაკი ადვილია, აბა, ერთი შოვნაც სინჯეთ!” – (ყოჩი ლეო ნათესავებს ეყრება)
* * *
„დიახ, თავით ბოლომდე სულ ყველა გასაგები არ არის, რასაც კაცის დაწესებული წესი და რიგი ჰქვია”. – (ქალაქში ერთი მტრედი ვიცი)
* * *
„ – იტყვიან ხალხში, ხუმრობით არის ის თუ მართლა, ღარიბი, დაქცეული კაცის საცოლედ არის გაჩენილიო”. – (ყოჩი ლეო ნათესავებს ეყრება) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ვაჰ, რა წყეული ხართ ყველა ეს ქალები, გინდა დიდი და გინდა პატარა. უშფოთველობაზე ლაპარაკობთ და ნამდვილად თქვენა ხართ შფოთის და მოუსვენრობის გამჩენნი”. – (ავტობუსი N37)
* * *
„თუთა გოგონასავით არის. არ უყვარს თმაზე ხელის უხეშად შეხება”. – (ყოჩი ლეო ნათესავებს ეყრება)
* * *
„ბრძენს უთქვამს, მამაკაცი ოჯახის ვირიაო და სწორი ყოფილა”. – (ყოჩი ლეო ნათესავებს ეყრება)
* * *
„ – ვახო ქვასროლიაშვილი!
- საოცარი გვარია. თუმცა გასაკვირი ბევრი არაფერია. არიან გვარად ხოკერაშვილები, ძაღლატეები, ჩაფსფეხიწამოკრაშვილები, ღორისდინგაძეები, კრაწაშვილები, ქიბრუცაძეები”. – (ავტობუსი N37)
* * *
„ – დავბერდები, თუ დამაბერებ!” – - (ქალაქში ერთი მტრედი ვიცი) – (ავტორი გენია.ჯი)