ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ხანდახან ადამიანის ენაც უძლურია, ამიტომ დადუმდება ხოლმე და მარტო თვალებიღა მეტყველებენ”. – გიორგი ნატროშვილი (თეთრხალათიანი კაცი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცოცხალმა კაცმა ხელი უნდა გაანძრიოს”. – ანა ზეგერსი (ლერწამი)
* * *
„საერთო საქმისათვის ცეცხლივით უნდა იწვოდე”. – ელიზბარ ზედგინიძე (დაუვიწყარი ზაფხული)
* * *
„ – ო, პედაგოგობა დიდებული პროფესიაა, მართლაც წმინდა მოვალეობაა!”
* * *
„ – ეს რა წესია, მე მიყვარდეს და სხვამ იწვალოს ჩემი სიყვარულისთვის!..” – (ფანჯარა მესამე სართულზე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – რაკი ხუმრობა არ უყვარს, ზოგს ასე ჰგონია, დარდი არ ეცოდინებაო. არა, ძმაო, აგრე არ არის”. – გიორგი ნატროშვილი (თეთრხალათიანი კაცი)
* * *
„სახეზე კაცს ავსაც შეატყობ და კარგსაც”. – ანა ზეგერსი (ლერწამი)
* * *
„ – როდესაც მამაჩემისათვის უკითხავთ, ძია ნიკო, შენ ეს საიდან იციო, მას უპასუხია: ცხოვრებამ მასწავლაო”. – ელიზბარ ზედგინიძე (დაუვიწყარი ზაფხული)
* * *
„ – მე მგონია, რომ ყველაზე დიდი სიკეთე სიყვარულია. ყველაზე დიდი სილამაზეც სიყვარულია! ბედნიერება რაღაა?.. ყველაზე დიდი ბედნიერება ის არის, როცა ვინმე გიყვარს”. – (ფანჯარა მესამე სართულზე)
* * *
„ – ხომ გაგიგონია, მეტისმეტი – რეტის რეტიაო. გადაჭარბებული არაფერი არ ვარგა”. – გიორგი ნატროშვილი (თეთრხალათიანი კაცი) – (ავტორი გენია.ჯი)