ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობებიდან…
„ძნელი გასარჩევია სულდგმულებში ადამიანი ვინ არის და მხეცი ვინ. ჯერ კიდევ ვერ დავრწმუნებულვართ, რომ უსინდისო კაცს ცარიელი სიტყვით შერცხვენა და გაკიცხვა მხოლოდ ღიმილს მოჰგვრის და მეტს არაფერს…” – (კნაპე) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ვისთვისაც გინდა, თავსაც აიტკივებ და გულსაც!” – (კნაპე)
* * *
„ბოროტი კაცის ცხედარი ნაღვლად ექცევა ხოლმე დედამიწას. ნაღველნაჟონ მიწაზე კი რა გაიხარებს”. – (საუკუნო სასჯელი)
* * *
„თუ კაცს ფულის ბარაქა გაუწყდა, ქალის გული განელებას იწყებს და მერე მთლად გაცივდება”. – (ბერძნული თამაში)
* * *
„ – ჩვენ რა ვართ, ღმერთებთან მოლაპარაკე ადამიანები იჩაგრებიან ხოლმე ამ გამოუცნობ წუთისოფლისაგან…” – (კნაპე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ღმერთო ჩემო, როდის იქნება, კაცს არა ჰქონდეს ქურდობის, ჩხუბის, კაცის კვლისა და მაგნაირი ბოროტების შიში!” – (ბერძნული თამაში)
* * *
„ – ოჰ, რა ძნელი ყოფილა ბიჭებო, გულზე რომ ვინმე გადაგივლის ჭუჭყიანი ფეხით!” – (კნაპე)
* * *
„უცრემლო მკვდარი უბედურია”. – (საუკუნო სასჯელი)
* * *
„ – ქვეყნიერების მასწავლებელიც რომ იყო, თუ არას გამოელიან, ზედაც არ შემოგხედავენ, ვინც ნეკერივით რაიმეს გაუწოდებს, იმათკენ მიუწევთ გული”. – (კნაპე)
* * *
„ – შექსპირმა რა თქვა მუსიკის შესახებ?! – გამომცდელად შეხედა ნადეჟდამ.
- შექსპირმა?! – დაფიქრდა.
- ადამიანი, რომლის სულში მუსიკა არ არის, შესაძლებელია ვერაგი და მოღალატე გახდეს. ასეთ ადამიანებს ნუ ენდობით”. – (ბერძნული თამაში) – (ავტორი გენია.ჯი)