ამონარიდები ნოდარ შამანიძის მოთხრობიდან – „გატეხილი სეიფი”
„ – ჭიშკარს რომ ვაკეთებ, ალბათ, ფიქრობ: მოფოღროცებულ-მოღიავებულ სასაფლაოს ჭიშკარი რად უნდა, დააღირე თავი და შედი, საიდანაც მოგესურვოსო, არა?! მე კი მგონია, ჭიშკარი საჭიროა, ბიძია, ნამდვილად საჭიროა. ამას მიცვალებულებისადმი პატივისცემა მოითხოვს. აპა, ესაა საქმე: განსვენებულები მოკლე გზებით რომ შემოჰყავთ ხან იქიდან, ხან აქედან? წუთისოფელმა ისედაც მოკლე გზა დაგვიბედა და კიდევ უფრო უნდა შევიმოკლოთ?!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ავკაცობა და უღმერთობა ახლა ვის გაუკვირდება?!”
* * *
„ – …არა, ბატონო, ნურავინ იტყვის ბედისწერა არ არისო”.
* * *
„გორგალს ძაფი რო ერთხელვე გამოერღვევა, მერე სულ იბურდება და იშლება, ვეღარაფერი შველის…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„პირში შექება არაა ლამაზი”.
* * *
„ – ბუნება ერთ რომელიმე ქვეყანას ან ამა თუ იმ გვარს გამოარჩევს და თავისი სიუხვის მთელ კალთას დააბერტყავს. გალაკტიონი და ტიციანი პოეზიის ორი ტიტანი… ერთ გვარში, ერთდროულად, ერთი ხელის დადება მიწაზე… მეტი სასწაული შეიძლება კიდევ მოხდეს?!”
* * *
„მკვდარი ადამიანი მართლაც რომ საცოდავია”.