ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობიდან – „კნაპე”

„ – ეჰ, ნეტავ რაც ვიცი, ისიც არ ვიცოდე!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვაჟკაცები გულში არ ჩაიტანენ წყენინობას, მით უმეტეს მეგობრისას”.

* * *

„ეს ოხერი მოუცლელობა ბევრჯერ პირშავად გამოგიყვანს კაცთან”.

* * *

„ზოგჯერ საჭიროა ღვინის სმა. კაცი უნდა გადახალისდეს ხოლმე, გული და სული გაახაროს”.

* * *

„ცარიელი სიტყვა, ვისი ნათქვამიც არ უნდა იყოს, მაინც უღონოა!..” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სინდისი  – ეს ყველაზე დიდი საფიცარია”.

* * *

„ამ ტიალ წუთისოფელს უსასრულო-უწყვეტელი სიხარული ვისთვის გაუმეტებია”.

* * *

„რწყილი რომ დასაღუპად ჩავარდნილ ჭიანჭველაზე თავს დასდებს და გადაარჩენს, ადამიანმა ადამიანს არ უნდა უშველოს?!”

* * *

„ – პატარა უფროსობა ეხლა ცეცხლია, ჩემო ძმაო, ცეცხლი! ათასი მბრძანებელი მყავს, ყველას დაკრულზე უნდა ვიცეკვო, და გუნებაზე ვარ თუ არა, „შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეთი” უნდა ველაპარაკო”. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება