ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – „კვერნაქი”

„განა რა არის ცხოვრებაში, ფიქრი რომ არ უნდა?!” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მართალი თქმულა, ძნელი საცნობია ადამიანიო, გველი გარედანაა ჭრელი, ადამიანი შიგნიდანო”.

* * *

„ – მე ასე მგონია, კაცის სიცოცხლე არ გაიყოფა, ერთია, მთელია, აღმავალია”.

* * *

„რომ ვცოცხლობთ, ამაზე დიდი სილამაზე რაღაა ქვეყნად?”

* * *

„სიკვდილთან მთავრდება სარგებლიანობის გრძნობა, სიკვდილთან ყველაფერი თავდება, თავდება სიხარბე, სიძუნწე. ეს უძველესმა ადამიანებმაც იცოდნენ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კაცს მარტო რა გააძლებინებს, უჯოგოდ ნადირიც არ არის”.

* * *

„ – რამდენი რამ შეუქმნიათ სიბერეში, სათვალავიც არა აქვს…”

* * *

„რაც ხალხის გრძნობას ეწინააღმდეგება, ვერ გამტკიცდება ვერავითარი მჭერმეტყველებით”.

* * *

„პრეზიდენტებმა თუ პრემიერებმა შეიძლება გასტეხონ სიტყვა, ხოლო ვაჟკაცის სიტყვა არ უნდა გატყდეს”.

* * *

„კაცმა კაცს რითი აჯობა და ადრე დაქორწინებითო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება